უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
კი! – ეს თქვენთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთია!
უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
კი! – შეგიძლიათ სესხი 36 თვეში დაფაროთ!
უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
ჩვენ გეუბნებით კი! – 5000 ლარამდე სესხზე!
გაქვს კითხვა? – კი!
დაგვირეკე *3030; 2603030
როგორ მივიღო თანხა სახლიდან გაუსვლელად?

ZIP Credit-ში სიახლეა! 

ამიერიდან, თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ სესხის საკუთარ ანგარიშზე ჩარიცხვა, თანხის კიდევ უფრო სწრაფად მისაღებად. ამისათვის, საჭიროა, მიყვეთ შემდეგ მარტივ ინსტრუქციას:

 

ნაბიჯი 1 - შეავსეთ სესხის აპლიკაცია

zipcredit.ge-ს მთავარ გვერდზე მონიშნეთ სასურველი თანხა (250-3000 ლარი) და სესხის აღების ვადა (3-24 თვე). 

ყურადღება მიაქციეთ სარეგისტრაციო ფორმის სექციას სახელით "აირჩიეთ თანხის მიღების გზა". სესხის საკუთარ ანგარიშზე გადასარიცხად, ამ სექციაში მიუთითეთ "ბანკი". 

 

ნაბიჯი 2 - დაელოდეთ შეტყობინებას

აპლიკაციის გაგზავნიდან რამდენიმე წუთში, თქვენ მიიღებთ შეტყობინებას SMS-ისა და ელექტრონული ფოსტის (email) სახით. 

დადებითი პასუხის შემთხვევაში, შეტყობინება მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • დამტკიცებული თანხის ოდენობა და გადახდის პერიოდი
  • იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია

 

ნაბიჯი 3 - გაიარეთ იდენტიფიკაცია

იმისათვის, რომ თანხა თქვენს ანგარიშზე ჩაირიცხოს, საჭიროა მოხდეს მისი იდენტიფიკაცია, თქვენი საკუთარი ანგარიშიდან 1 თეთრის ზიპ კრედიტის სპეციალურ ანგარიშზე გადმორიცხვის გზით. 

სპეციალურ ანგარიშის ნომერს SMS/Email-ის საშუალებით მიღებთ. იმავე ინფორმაციის მოძიება შეგიძლიათ www.zipcredit.ge-ზე, თქვენს პერსონალურ კაბინეტში (კაბინეტში შესასვლელად დაგჭირდებათ email მისამართი და პაროლი, რომელიც აპლიკაციის რეგისტრაციის დროს გამოიყენეთ). 

 

იმისათვის, რომ იდენტიფიკაციის პროცესი წარმატებით განხორციელდეს,

1. აუცილებელია, თანხის გადმორიცხვის დროს მიუთითოთ სიტყვა "რეგისტრაცია" და თქვენი პირადი ნომერი.

2. თეთრი უნდა გადმორიცხოთ თქვენი საკუთარი ანგარიშიდან. არ შეიძლება ოჯახის წევრის, მეგობრის, თანამშრომლის ან სხვა პირის ანგარიშის გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სესხი უქმდება და არ ჩაგერიცხებათ.

 

თანხის გადარიცხვა

იდენტიფიკაციის გავლის შემდეგ, დამტკიცებული სესხის თანხა აისახება თქვენს საბანკო ანგარიშზე. 

სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი:

თანხის ჩარიცხვისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ email მისამართზე მიიღებთ სესხის ხელშეკრულებასა და გადახდის გრაფიკს. იმავე დოკუმენტების მოძიება შესაძლებელია www.zipcredit.ge-ზე, თქვენს პერსონალურ კაბინეტში (კაბინეტში შესასვლელად, დაგჭირდებათ email მისამართი და პაროლი, რომელიც აპლიკაციის რეგისტრაციის დროს გამოიყენეთ). 

 

სესხის გადარიცხვისთვის საჭირო დრო: 

საქართველოს ბანკის მომხმარებელთათვის, სესხის გადარიცხვა ხორციელდება:

სამუშაო დღეებში- 10:00 - 18:00

შაბათს: 10:00 - 13:45. 

დღის/კვირის სხვა პერიოდში დამტკიცებული სესხის გადარიცხვა მოხდება მომდევნო სამუშაო დღეს. 

თუ ანგარიში გახსნილი გაქვთ ნებისმიერ ბანკში საქართველოს ბანკის გარდა, თანხის ჩარიცხვა მოხდება 1 სამუშაო დღის განმავლობაში.