უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
კი! – ეს თქვენთვის მისაღები საპროცენტო განაკვეთია!
უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
კი! – შეგიძლიათ სესხი 36 თვეში დაფაროთ!
უთხარი მეტი კი საკუთარ თავს
ჩვენ გეუბნებით კი! – 5000 ლარამდე სესხზე!
გაქვს კითხვა? – კი!
დაგვირეკე *3030; 2603030

სესხის ხელშეკრულება

სესხის ხელშეკრულება

სტანდარტული პირობები

მუხლი 1. სესხის გაცემის პირობები

1.1.    წინამდებარე სესხის ხელშეკრულებაზე ელექტრონული ფორმით დათანხმებით მსესხებელი ადასტურებს რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს, სრულად გამოხატავს მის ნებას და მასზე ელექტრონული ფორმით დათანხმებისთანავე უერთდება/ეთანხმება ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს. 
1.2.    მსესხებელი ადასტურებს, რომ მის მიერ სასესხო განაცხადში მითითებული ინფორმაცია არის ნამდვილი და კისრულობს სრულ პასუხისმგებლობას მის სიზუსტესა და უტყუარობასთან დაკავშირებით. მსესხებელი აცნობიერებს იმ სამართლებრივ სანქციებს, რომელიც გატარებული იქნება არასწორი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში. გამსესხებელს აქვს უფლება განახორციელოს ზარი იმ ნომერზე რომელიც მითითებული აქვს მსესხებელს სესხის გაცემის განაცხადში, აგრეთვე ნებისმიერი კანონისმიერი საშუალებით გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ინფორმაციის სისწორე; 
1.3.    სესხის ხელშეკრულებაზე ელექტრონული ფორმით მიერთებისას ან ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილის, სესხის განაცხადის ამობეჭდილ ვერსიაზე ხელმოწერისას მსესხებელი უნდა ადასტურებდეს, რომ იგი აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საჭიროა სესხის გასაცემად; 
1.3.1    მსესხებელი - საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სრული ქმედუნარიანი ფიზიკური პირი; 
1.3.2    მსესხებლის ასაკი - 23 -დან 63 წლამდე; 
1.3.3    სესხის გაცემის განაცხადის შევსებისა და მასზე ხელმოწერის ან დათანხმების დროს მსესხებელი სრული ქმედუნარიანია და არ იმყოფება ალკოჰოლის, ნარკოტიკების, ფსიქოტროპული პრეპარატის და ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ; 
1.4. სესხის ვადის ათვლა იწყება იმ მომენტიდან როდესაც მსესხებელი სესხის ხელშეკრულების მე-2 მუხლის თანახმად მიიღებს სესხს;
მუხლი 2. სესხის გაცემა
2.1. მსესხებლის მიერ სესხის თანხის მიღება დასტურდება 
a) გამსესხებლის მიერ გაცემული ჩეკით, რომელიც გადაეცემა მსესხებელს საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად თანხის განაღდების მიზნით, სალაროს გასავლის ორდერით, თანხის ჩარიცხვის/განაღდების დამადასტურებელი დოკუმენტით, მათ შორის გამსესხებლის პარტნიორი კომპანიების კუთვნილი ობიექტების მეშვეობით, ან/და ნებისმიერი  სხვა დოკუმენტით.  
b) მსესხებელს შესაძლებლობა აქვს გაანაღდოს სესხის თანხა კუთვნილი ელექტრონული პირადობის მოწმობით (ID ბარათით)  სს „ლიბერთი ბანკის“  ბანკომატების მეშვეობით. 
g) მსესხებლის ანგარიშზე სესხის თანხის ჩარიცხვის გზით; მსესხებლისა და მისი საბანკო ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი პირადი საბანკო ანგარიშიდან გამსესხებლის ანგარიშზე გადმორიცხავს 1 თეთრს.
2.2. გამსესხებელი სესხს გასცემს მხოლოდ მას შემდეგ, რაც:
    ა) მსესხებელი გამსესხებელს მიაწვდის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან მასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტსა და ინფორმაციას;

  მუხლი 3. საპროცენტო სარგებელი, მისი დარიცხვის და შეცვლის წესი. 
 3.1  საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 360 დღეზე გაანგარიშებით. ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ: ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები; ბ) მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები; გ) გამსესხებლის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი; დ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)ი) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ გამსესხებელმა შეიტყო სასესხო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის სესხის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება სესხის სრულად დაბრუნებამდე, მაგრამ არაუმეტეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის გადახდის გრაფიკის ვადისა.

თუ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეიცვლება საერთო ეკონომიკური ვითარება, ან გამოიცემა ნორმატიული აქტი საფინანსო, საკრედიტო ან სავალუტო პოლიტიკის შეცვლასთან დაკავშირებით, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლისათვის საუარესოდ, ცალმხრივად შეცვალოს შემადგენელი და ან, ამ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში. აღნიშნულის შესახებ გამსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებულ საკონტაქტო მისამართებსა და ტელ. ნომრებზე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით ატყობინებს მსესხებელს ასეთი გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. თუ შეტყობინების მიღებიდან 14 სამუშაო დღის ვადაში მსესხებელი არ წარმოადგენს თავის მოსაზრებას, გამსესხებლის წინადადება მიღებულად ჩაითვლება და ახალი საპროცენტო განაკვეთი დაირიცხება ცვლილების მიღების მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.

მუხლი 4. პირგასამტეხლო, მისი დარიცხვის და გადახდის წესი.  
4.1 თუ მსესხებელი  დააგვიანებს ან არ გადაიხდის სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში სესხის ძირითად თანხას და/ან დარიცხულ პროცენტს, გამსესხებელი უფლებამოსილია დაარიცხოს (არ არის ვალდებული), ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებული არის გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის  შეთანხმებული ოდენობით. პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება სესხისა და სარგებლის იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი დაფარვის მომენტამდე;

4.2 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი და გადახდის გრაფიკით დადგენილი გადასახდელების გადახდის ვალდებულებისაგან.

4.3 იმ შემთხვევაში თუ მსესხებელი 20 (ოცი)  კალენდარული დღის ვადით გადააცილებს ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის რომელიმე ეტაპის შესრულებას გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამსესხებლის შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა უზრუნველყოს გამსესხებლისათვის სესხის დარჩენილი ნაწილის დაბრუნება.

მუხლი 5. სესხის წინსწრებით დაფარვა
მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის თანხის სრულად ვადაზე ადრე დაბრუნება გამსესხებელის საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე შესაბამისი წინასწარი შეტყობინების დაფიქსირების შემდგომ.

მუხლი 6. მხარეთა განცხადებები და გარანტიები 
მსესხებლის განცხადებები, გარანტიები და ვალდებულებები
6.1. მსესხებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
6.1.1. გააჩნია წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების და განაცხადის ხელმოწერის, დადებისა და შესრულებისათვის საჭირო უფლებაუნარიანობა და ამ მიზნით მის მიერ მოპოვებულია ყველა აუცილებელი თანხმობა და ნებართვა. 
6.1.2. წინამდებარე ხელშეკრულების დადების თარიღისათვის არ მონაწილეობენ არც ერთ სასამართლო პროცესში, მათ შორის, ადმინისტრაციულ, სისხლის, სამოქალაქო სამართალწარმოებაში (მოსარჩელის, მოპასუხის, მესამე პირის ან სხვა სახით), რითაც საფრთხე ექმნება მის ქონებას და/ან მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებისა და/ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების პირობების შესრულებას.
6.1.3. წინამდებარე ხელშეკრულების დადების დღისათვის მის მიერ გამსესხებლისათვის წარდგენილი ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ არის უტყუარი და ზუსტი.
6.1.4. წინამდებარე ხელშეკრულების დადება და მისი შესრულება არ გამოიწვევს მის მიერ გამსესხებელთან ადრე დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას.
6.1.5. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია მის მიერ ნებაყოფლობით, გამსესხებლის ან სხვა მესამე მხარეთა მხრიდან ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომის და/ან რაიმე სხვა გარემოების, ან ზემოქმედების გამოყენების გარეშე.
6.1.6. მისთვის ცნობილია, რომ გამსესხებლისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობების მიწოდება სესხის მიღების, ან მისი ოდენობის გაზრდის, და/ან შეღავათიანი სესხის მიღების მიზნით, წარმოადგენს საკმარის საფუძველს წინამდებარე ხელშეკრულების ან მისი ნებისმიერი ნაწილის დასარღვევად, შესაწყვეტად, მოსაშლელად, შესაჩერებლად და/ან გასაუქმებლად და იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად დასჯად ქმედებას.
6.2. მხარეები აცნობიერებენ და თანხმდებიან, რომ გამსესხებელი წინამდებარე ხელშეკრულებას დებს ზემოთ მოცემულ განცხადებებსა, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და თვლის მათ ხელშეკრულების პირობებად. შესაბამისად, ამ ხელშეკრულების დადების შემდეგ წინამდებარე მუხლით გათვალისწინებული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა საკმარისი საფუძველია გამსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ან ნებისმიერი მომსახურების გაწევაზე (რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს სესხის გაცემას) ცალმხრივი უარის სათქმელად. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებული არის გამსესხებლის მიერ მითითებულ ვადაში დააბრუნოს ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული ნებისმიერი თანხა მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და გამსესხებლის მიერ დაკისრების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს თანხების ჩათვლით.
6.3 გამსესხებელი იტოვებს ცალმხრივ უფლებას, რაზედაც მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას, რომ სესხის გაცემა არ არის გამსესხებლის ვალდებულება, არამედ წარმოადგენს გამსესხებლის უფლებას და წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ცალმხრივად უფლებამოსილია არ გასცეს შეთანხმებული თანხა და შეწყვიტოს სესხის გაცემა, რაზედაც არ არის ვალდებული განუმარტოს მიზეზები მსესხებელს
6.4 გამსესხებელი, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ:
6.4.1. გააჩნია სრული უფლებამოსილება და შესაძლებლობა, დადოს ხელშეკრულება და შეასრულოს მისგან გამომდინარე უფლებები და მოვალეობები;
6.4.2 არ არსებობს უფლებამოსილება, თანხმობა, მითითება ან შეტყობინება ნებისმიერი მესამე პირისგან, რომელიც აუცილებელია გამსესხებელის მიერ ხელშეკრულების დადებისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისათვის;
7. ხელშეკრულების პირობების დარღვევა. 
7.1 ხელშეკრულების პირობები გამსესხებლის მიერ დარღვეულად ჩაითვლება თუ:
7.1.2 მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 2.2.8 პუნქტში მითითებული არსებითი პირობ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში (ასეთის არსებობისას).
7.1.3 მსესხებელი ვერ გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი დაფარვის გრაფიკით დადგენილ კრედიტის ძირითადი თანხის ნებისმიერ ნაწილს ან მასზე დარიცხულ პროცენტს, ან პირგასამტეხლოს და თუ ასეთი გადაუხდელობა გაგრძელდება 20 (ოცი) კალენდარულ დღეს ან/და ასეთი დარღვევა განმეორდება ზედიზედ ორჯერ.   
7.1.4 მსესხებელი ვერ შეასრულებს ან ვერ დაიცავს ამ ხელშეკრულებით დადგენილ ნებისმიერ ვალდებულებას ან მსესხებელსა და გამსესხებელს შორის არსებული ნებისმიერი სხვა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას, თუ ასეთი შეუსრულებლობა გაგრძელდება 20 (ოცი) კალენდარულ დღეს.
7.1.5 გამსესხებელი დაადგენს, რომ მსესხებელის ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსესხებელის საქმიანობას და ეჭვქვეშ აყენებს მის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით და/ან სხვა დაკავშირებული ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს.
7.1.6 გამსესხებელი დაადგენს, რომ საბაზრო პირობები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მსესხებელის გადახდისუნარიანობას;
7.1.7 ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო ჩამოართმევს მსესხებელს ქონებას ან სხვა აქტივებს, ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ან მოახდენს მის ნაციონალიზაციას ან ექსპროპრიაციას.
7.1.8 ნებისმიერი განცხადება ან გარანტია, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებასთან აღმოჩნდება არასწორი;
7.1.9 მსესხებლის მოქმედება მიმართულია გამსესხებლის მოტყუებისაკენ, ან აყენებს მას ზიანს; 
7.1.10 მსესხებელზე გაიხსნება საგაკოტრებო (გადახდისუუნარობის საქმის) წარმოება ან წამოწყებულ იქნება სასამართლო წარმოება მის მიმართ, რითაც საფრთხე შეექმნება მსესხებელის ქონებას ან საეჭვო გახდება მსესხებელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება. 
7.1.11 არსებობს მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის საფუძველი მსესხებლის საკუთრებაში, სადამფუძნებლო დოკუმენტებში ან მის მმართველობაში (შერწყმის ან რეორგანიზაციის ჩათვლით) თუ არ არსებობს გამსესხებლის წერილობითი თანხმობა ასეთი ცვლილების თაობაზე.
7.1.12 მსესხებლის ან მისი თავდების მიმართ დადგება ლიკვიდაციის, გაკოტრების, გადახდისუუნაროდ გამოცხადების მოთხოვნა ან თუ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ.
7.1.13 მსესხებლის ან თავდების, მათი ქონების, მმართველობის ორგანოებისა და უფლებამოსილ პირთა მიმართ  სახელმწიფო ან მსგავსი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ მიღებული იქნება გადაწყვეტილება ან გამოყენებული იქნება ღონისძიება, რომლებიც არსებითად გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მსესხებლის მიერ საკუთარი ქონების განკარგვას, მისი მმართველობის ორგანოებისა და სხვა უფლებამოსილ პირთა საქმიანობას.
7.1.14 თუ სასამართლოს გადაწყვეტილების, ან სახელმწიფოს ნორმატიული აქტის საფუძველზე, ან სხვა ფორმით მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებლად საფრთხე ემუქრება საკუთრების უფლებას უზრუნველყოფის საგანზე. 
7.2 ზემოთ აღწერილი ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში  გამსესხებელი უფლებამოსილია ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე:
(ა)  ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება მსესხებელისათვის წინასწარ 10 დღით ადრე წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტებში აღნიშნულ მისამართებზე წერილობითი შეტყობინების მიწოდების მეშვეობით და მოსთხოვოს მას კრედიტის ან მისი ნებისმიერი ნაწილის გადახდა გამსესხებლის მიერ მითითებულ ვადაში, რაც არ ნიშნავს გამსესხებლისათვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული ან მისი დარღვევით წარმოშობილი უფლებების გაუქმებას და/ან შელახვას;
(ბ) უაქცეპტოდ (თანხმობის გარეშე) გადაიყვანოს მსესხებელი გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმში, რაც გულისხმობს გამსესხებლის სრულ უფლებამოსილებას, მიავლინოს მისი წარმომადგენელი მსესხებელთან და რეალური შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე უშუალოდ მსესხებლისაგან (მათ შორის მისი სალაროდან) მიიღოს გამსესხებლის კუთვნილი თანხები ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ. ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს გამსესხებლის წარმომადგენლის დაშვება უზრუნველყოფის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქონების შესამოწმებლად და/ან მსესხებლის ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად.
მუხლი 8. ხელშეკრულების ძალაში შესვლის, მოქმედების და ვადამდე შეწყვეტის წესი.
8.1        წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან, და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

8.2 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა, მოშლა ან გაუქმება დასაშვებია ქვემოთ მითითებული საფუძვლებით:

8.2.1 მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;

8.2.2 მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაც საფრთხეს უქმნის ან საეჭვოს ხდის ამგვარი დამრღვევის მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შემდგომ შესრულებას;

8.2.3 წინამდებარე ხელშეკრულების მე-7 და მე-8 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას;

        8.2.4 მსესხებლის ან მისი რომელიმე კრედიტორის მიერ საგაკოტრებო წარმოების წამოწყება, აგრეთვე ნებისმიერი სასამართლო დავის წამოწყება, რითაც საფრთხე შეექმნება მსესხებლის ქონებას ან საეჭვო გახდება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება;

        8.2.5 ხელშეკრულებით და/ან შესაბამისი დანართებით და/ან მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებით და/ან კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

8.3 ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში:

    8.3.1 მსესხებელი ვალდებული არის დაუყოვნებლივ შეასრულოს ყველა ფინანსური ვალდებულება (ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს, აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ჩათვლით) გამსესხებლის წინაშე;

    8.3.2 გამსესხებელი გათავისუფლდება ამ ხელშეკრულების შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებებისაგან მსესხებლის წინაშე.

მუხლი 9. დავის გადაწყვეტის წესი
9.1. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  
9.2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. 
9.3.  შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო. 
მუხლი 10. შეტყობინების წესი. 
10.1. მხარეთა შორის კონტაქტი ხორციელდება ამ ხელშეკრულების  დანართი ხელშეკრულების 1.1 და 1.2. პუნქტებში  აღნიშნულ მისამართებზე, ტელეფონებზე და ელექტრონულ ფოსტაზე;

10.2. მხარეები თანხმდებიან, რომ მათ შორის შეტყობინება ან/და სხვა სახის ოფიციალური კომუნიკაცია წარმოებს წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით ამ ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.1 და 1.2.  პუნქტებში  აღნიშნულ მისამართებზე.

10.3. მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოებას ან/და მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით ან/და ელ-ფოსტის საშუალებით.

10.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით ან/და ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე ჩაითვლება მხარისათვის ჩაბარებულად.

10.5 მსესხებელი აცხადებს, რომ თანახმაა მიიღოს გამსესხებლის მიერ გამოგზავნილი ყველანაირი შეტყობინება ამ  ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.2 პუნქტში  მითითებულ მისამართებზე, მათ შორის ელ ფოსტის მისამართზეც;

10.6 მსესხებელი ადასტურებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტში  აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომერ(ებ)ი ნამდვილად მას ეკუთვნის;

10.7. მხარეები თანხმდებიან, რომ ყველა შეტყობინება, რომელიც გაიგზავნება წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.2 პუნქტში მითითებულ მსესხებლის მისამართზე,  ელ ფოსტის მისამართზე, მიუხედავად მისი ჩაბარებისა ან მიღებაზე უარის თქმისა, ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად;;

10.8. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი შეიცვლის ადგილსამყოფელს, ელ.ფოსტის მისამართს, იგი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს გამსესხებელს;

10.9. ამ ხელშეკრულების 10.8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი წერილობით აცნობებს გამსესხებელს მის შეცვლილ ადგილსამყოფელს, ელ. ფოსტის მისამართს, საკონტაქტო მისამართად ჩაითვლება ახალი მისამართი და მასზე სრულად გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესები;

10.10. ამ ხელშეკრულების 10.8 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუკი მსესხებელი წერილობით არ აცნობებს გამსესხებელს მის შეცვლილ ადგილსამყოფელს,  ელ. ფოფტის მისამართს, საკონტაქტო მისამართად ჩაითვლება ამ ხელშეკრულებაში მითითებული მისამართები და ამ მისამართებზე გავრცელდება ამ მუხლით დადგენილი წესები;

10.11. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 10.8 მუხლით გათვალისწინებული წერილობითი შეტყობინების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, დაუშვებელია რაიმე სახის პრეტენზიის დაყენება გამსესხებლის მიმართ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ცალსახად  და არაორაზროვნად არ დასტურდება ის გარემოება, რომ გამსესხებლისათვის ცნობილი იყო მსესხებლის ახალი მისამართი.

10.12 მსესხებელი აცხადებს თანხმობას, რომ ნებისმიერმა დავის განმხილველმა ორგანომ მათ შორის, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების მომსხაურების განმახორციელებელმა ორგანომ, სასამართლომ ან არბიტრაჟმა (არბიტრმა) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციის გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების), გადახდის ბრძანების, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობითი ან/და ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე.

11.13 თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და, შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.

10.14 მსესხებელი იღებს ვალდებულებას აღნიშნულ ელ-ფოსტის მისამართზე განთავსებულ კორესპოდენციას გაეცნოს არანაკლებ თვეში ერთხელ.

10.15 კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების 1.2. პუნქტში მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება გაგზავნიდან მე-10 კალენდარულ დღეს (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით).

მუხლი 11. კონფიდენციალურობა
11.1 მხარეები ვალდებული არიან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში დაიცვან წინამდებარე ხელშეკრულების  კონფიდენციალურობის პირობები. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება: (ი) იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად; (იი) ინფორმაციას, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან; (იიი) ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
11.2  მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას, მსესხებლის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის გარეშე:
11.2.1 საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული და ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოსთან~ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740) შეთანხმებული წესით, ფორმით და ვადებში ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოს მიაწოდოს ინფორმაცია მსესხებლის შესახებ;
11.2.2 მისცეს თანხმობა ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოს“, რომ გამსესხებლის მიერ ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოსათვის მიწოდებული მსესხებლის მონაცემები ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველომ“ გადასცეს მესამე პირებს, იმ პირობით რომ გამსესხებლის მიერ მიწოდებული მსესხებლის მონაცემების მიწოდება მოხდება იმ პირებისთვის, რომლებიც თავადაც აწვდიან ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოს” აღნიშნული ხასიათის მონაცემებს და რომელთაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოსთან”;
11.2.3 მოიძიოს, მიიღოს და გამოიყენოს ს.ს. ,,კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში არსებული მსესხებლის მონაცემები.
11.2.4. სადებეტო ბარათებით შეუფერხებელი მომსახურების  გაწევის მიზნით  განახორციელოს მსესხებლის შესახებ არსებული მონაცემების გაცვლა /გადაცემა  მესამე პირთათვის.
მუხლი 12. ფორს-მაჟორი
12.1 არც ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა არ გამოიწვევს ამ მხარის წინააღმდეგ მოთხოვნის წარმოშობას ან არ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად, თუ ეს დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორსმაჟორული გარემოებით, რომლის წინასწარ განჭვრეტა ან თავიდან აცილება მოცემულ მხარეს არ შეეძლო მიზანშეწონილი ზომების მიღებით;
12.2 ფორსმაჟორული გარემოებები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) წყალდიდობას, ხანძარს, მიწისძვრას და სხვა სტიქიურ უბედურებას, აგრეთვე ომს, სამხედრო მოქმედებას, გაფიცვას, აჯანყებას, სამთავრობო ან სხვა მსგავს მოქმედებებს
12.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ, აგრეთვე წარუდგინოს კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა აღნიშნული ფორსმაჟორული გარემოების დადასტურების შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, თუ ფორსმაჟორული გარემოება საყოველთაოდაა ცნობილი). ასეთ შემთხვევაში, მხარეს, რომელიც აცხადებს ფორსმაჟორული გარემოების დადგომას, დაუძლეველი ძალის (ფორს-მაჟორის) მოქმედების ვადით გაუგრძელდება ვადა იმ ვალდებულებების შესრულებისათვის, რომელსაც ხელი შეუშალა და შეაფერხა ფორსმაჟორულმა გარემოებამ და იგი არ გათავისუფლდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან, რომელსაც ხელს არ უშლის ფორსმაჟორული გარემოება
12.4 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მსესხებელი ან გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში. ასეთ შემთხვევაში, გამსესხებელს დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხელშეკრულების შეწყვეტიდან სამი დღისა, დაუბრუნდება სესხი ფორსმაჟორული გარემოების დადგომის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტამდე რიცხულ სარგებლთან ერთად, რაც იქნება იპოთეკის საგანზე გამსესხებლის სასარგებლოდ არსებული იპოთეკის გაუქმების პირობა. მსესხებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, გამსესხებლი უფლებასმოსილია დააკისროს მსესხებელს პირგასამტეხლო იმ დროისათვის არსებული სესხის ძირი თანხის 0,3%-ის ოდენობით. გარდა ამისა, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება, გამოიყენოს ხელშეკრულების 12.4 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება სესხისა და სარგებლის დაბრუნებამდე (გადახდამდე), ან იპოთეკის საგნის იპოთეკარის საკუთრებაში გადასვლამდე, ან იპოთეკის საგნის რეალიზაციამდე (იპოთეკის საგნის რეალიზაციის შემთხვევაში, აღნიშნული პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით თანხის (სესხი, სარგებელი, პირგასამტეხლო, საარბიტრაჟო, სააღსრულებო, გამსესხებლის იურიდიული მომსახურების ხარჯები) ამოღებამდე);

13. პრეტენზიების წარდგენის წესი

13.1 მსესხებელი უფლებამოსილია გამსესხებელს წაუყენოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან/დანართებიდან გამომდინარე პრეტენზია წერილობით, ან გამსესხებლის ვებ გვერდზე www.swisscapital.ge  მომხმარებელთა პრეტენზიების მოდულში შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირებით ან ზეპირად.

13.2. გამსესხებელი ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 1 თვის ვადაში განიხილოს მსესხებლის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და შეატყობინოს შესაბამისი გადაწყვეტილება მსესხებელს, მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი ხელშეკრულების მუხლი 1.2.-ით განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით. შესაძლებელია მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პასუხი პრეტენზიაზე ჩაბარდეს მატერიალური ფორმით; 


14.1 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერ ცვლილებას ან/და დამატებას ძალა აქვს იმ შემთხვევაში, თუ შედგენილია წერილობითი ფორმით და ხელმოწერილია მხარეთა მიერ;

14.2 ხელშეკრულების მუხლებს აქვთ სათაურები ხელშეკრულების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები მხედველობაში არ მიიღებიან ხელშეკრულების რაიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტავად;

14.3 რომელიმე მხარის მხრიდან ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ დარღვევასთან დაკავშირებით მეორე მხარის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებების გამოუყენებლობა არ გავრცელდება ხელშეკრულების ნებისმიერ შემდგომ დარღვევაზე. უფლებების ამგვარი გამოუყენებლობა ასევე არ იქონიებს გავლენას მეორე (არადამრღვევი) მხარის უფლებაზე ხელშეკრულების შემდგომ დარღვევასთან დაკავშირებით;

14.4.  ნებისმიერი და ყოველი უფლება, რომელიც მიენიჭება გამსესხებელს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად კრებითია და დაემატება ამ ხელშეკრულებით ან კანონით მინიჭებულ ყველა სხვა უფლებას.

14.5.  იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი მსესხებელი:

14.5.1 თითოეული ასეთი მსესხებელი წარმოადგენს გამსესხებლის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან გამომდინარე ვალდებულებებზე;

14.5.2 თითოეული მსესხებლის სოლიდარული პასუხისმგებლობა ვრცელდება ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული და მასთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებულ ვალდებულებებთან მიმართებაშიც, მიუხედავად იმისა, წარმოადგენს თუ არა ეს მსესხებელი ამგვარი სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის მხარეს;

14.5.3 თითოეული მსესხებლის სოლიდარული პასუხისმგებლობა ძალაშია მიუხედავად მათ მიერ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამსესხებლის სასარგებლოდ რაიმე ფორმით გაცემული დამატებითი ვალდებულების (მათ შორის, თავდებობის ან/და გარანტიის) არსებობა/არარსებობისა;

14.5.4 ერთ-ერთ მსესხებელთან დაკავშირებული ფაქტები გამოიყენება სხვა მსესხებლების მიმართაც, იმის გათვალისწინებით, რომ გამსესხებლის მიერ რომელიმე მსესხებლის მიმართ თავისი უფლებების გამოუყენებლობა (სრულად ან ნაწილობრივ) არ გავრცელდება სხვა მსესხებლებზე და არ ათავისუფლებს მათ შესაბამისი ვალდებულებებისაგან;

14.5.5 ერთ-ერთი მსესხებლის მიერ ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია შესაბამისი მოთხოვნა/მოთხოვნები წაუყენოს ნებისმიერ მსესხებელს და მის მიმართ ისარგებლოს ამ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით.

14.6.  წინამდებარე ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება მხარეთა შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე. გამსესხებლის წერილობითი შეთანხმების გარეშე მსესხებელს უფლება არა აქვს სხვას გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულება ან მინიჭებული უფლება.

14.7.  მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების ადგილად მიჩნეულია გამსესხებლის იურდიული მისამართი.

14.8.       წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება იმგვარი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით (და მათ შორის, ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.

14.9.   წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.

14.10.     წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის გაფორმებულ დამატებით შეთანხმებებსა და სხვა ხელშეკრულებებს (მათ შორის უზრუნველყოფის ხელშეკრულებას) მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც არის დადებული ამგვარი შეთანხმება.

14.11. ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ურთიერთობანი მხარეთა შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;

14.12. ხელშეკრულება დადებულია სათანადო წესით, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოადგენს ნამდვილ, მხარეთა მავალდებულებელ ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება დაუბრკოლებლივ შეიძლება იქნას მოთხოვნილი მხარეების მიერ;

14.13. მხარეები ხელშეკრულების ხელმოწერით ადასტურებენ, რომ სრულად ესმით ხელშეკრულების დებულებათა შინაარსი და ეთანხმებიან მათ.